ლარის ოფიციალური კურსი
მოგესალმებით ესკოს ვებ-გვერდზე
ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის ვებ-გვერდი ტექნიკურად და შინაარსობრივად ამ სფეროს საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისი, მაქსიმალურად შესაძლო სრულყოფილი პროდუქტია. მარტივი დიზაინი, ბმულების საშუალებით მოსახერხებელი გადასვლა და შინაარსობრივად დატვირთული საინფორმაციო ბლოკები გვერდის სტუმრებს მაქსიმალურად დაგეხმარებათ თქვენთვის საინტერესო ინფორმაციის სწრაფად და იოლად მოძიებაში. ვებ-გვერდზე გასული წლების მონაცემთა ბაზის არსებობა სტატისტიკის დანახვისა და ანალიზის კარგი საშუალებაა. მიმდინარე საანგარიშო პერიოდის ოპერატიული მონაცემები, მიუხედავად მათი საპროგნოზო ხასიათისა, დაინტერესებულ პირებს კარგ სამსახურს უწევს საქმიანობის დაგეგმვისას. საინტერესო და ინფორმატიულია ელექტროენერგიის ექსპორტ-იმპორტისა და ტრანზიტის საინფორმაციო ბლოკები. ჩვენს ვებ გვერდზე განთავსებულ მონაცემთა განახლების პროცესი მაქსიმალურად ოპერატიულია. პარალელურ რეჟიმში ხდება გვერდის ინგლისური ვერსიის განახლებაც.
2024 წლის თებერვლის თვის ანგარიშსწორების მაჩვენებლები
2024 წლის თებერვლის თვეში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა (გაყიდულმა) საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობამ 342 017 516.9 კვტ.სთ შეადგინა,რაც აღნიშნულ თვეში, ქსელში მთლიანი მიწოდების 29% წარმოადგენს. საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებამ 53 822 979.5 ლარი შეადგინა.
◼ - პირდაპირი კონტრაქტით გაყიდული ელექტროენერგია
◼ - საბალანსო ელექტროენერგია
თებერვალში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 15.7369073 თეთრი შეადგინა, ხოლო დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასმა კი - 18.156 თეთრი.
საინფორმაციო
ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის გენერალური დირექტორი კახაბერ ქებურია სამუშაო ვიზიტით, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში იმყოფებოდა, სადაც ავსტრიის ენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის, EXAA Energy Exchange Austria -ს წარმომადგენლებს შეხვდა.
ვრცლად
ძვირფასო ქალბატონებო, ელექტრონერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი გილოცავთ ქალთა ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური მიღწევების აღნიშვნის გლობალურ საერთაშორისო დღეს, 8 მარტს!
დიდ პროფესიულ წარმატებებს, წინსვლას და მხნეობას გისურვებთ ჩვენი ქვეყნისა და ოჯახების საკეთილდღეოდ!
ვრცლად
ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის მენეჯმენტისა და თანამშრომლებისთვის, მსოფლიო ბანკის ენერგეტიკული მისიის წარმომადგენლებმა კიბერუსაფრთხოების შესახებ ორდღიანი ტრენინგი ჩაატარეს.
ვრცლად
პირველი ვიცე პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ისლანდიის პრეზიდენტს, გუდნი იოჰანსენს და ისლანდიის გარემოს, ენერგეტიკისა და კლიმატის მინისტრს-გუდლეიგურ თორ თორდარსონს შეხვდა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული დეპარტამენტების უფროსები, ესკოს გენერალური დირექტორი კახაბერ ქებურია და ენერგეტიკული კომპანიების ხელმძღვანელები.
ვრცლად